• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ღვანკითის, ახალთერჯოლის, სიქთარვის, ბარდუბნისა და ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა

👤👥თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდამჭერის“ პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.
👉პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ღვანკითის, ახალთერჯოლის, სიქთარვის, ბარდუბნისა და ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
👤👤შეხვედრებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, მერის მოადგილეები,მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი, გოდერძი თურქაძე , საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔹სოფელ ღვანკითში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოწესრიგება,ბოგირებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა დასახელდა, ასევე მოხდება სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა.
🔹ახალთერჯოლის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სოფელში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია გადაწყდა.
🔹სოფლის საერთო კრებაზე სიქთარვის ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სტადიონის რეაბილიტაცია, ბოგირების მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება გადაწყვიტეს;
🔹სოფელ ბარდუბანში პრიორიტეტად საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და გარე განათების დამონტაჟება დასახელდა,
🔹პროგრამის ფარგლებში, ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზებზე ინერტული მასალის შეტანა და გარე განათების დამონტაჟება მოხდება, ასევე ახალუბნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით აჯამეთში არსებული მიწის ნაკვეთები შემოიღობება.
🔊🔊მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრები 10 მარტს გაიმართება;
📍ნახშირღელის ადმინისტრაციული ერთეული-11:00 საათი
📍ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციული ერთეული-12:30 საათი
📍ზედა სიმონეთის ადმინისტრაციული ერთეული-14:00 საათი
🔊🔊შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის 690 000 ლარი გამოიყო.
#