• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

✅პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
🔷მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, კომპანიის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ესაუბრა.
🔷პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქ. თერჯოლაში ცენტრალურ უბანში რუსთაველისა და კოსტავა ქუჩაზე 7 შენობას და 2 პარკს.
🔷#ამ_დროისთვის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე აქტიურ ფაზაშია რუსთაველის #122-#104-#114 ნომრებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.დასრულებულია რუსთაველის 105 და 107, ასევე კოსტავას ქუჩაზე ბინის ფასადების მოწყობა.
🔷პროექტის ფარგლებში ბავშვთა გასართობი სივრცე და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. შეგახსენებთ, ამ ეტაპზე შეირჩა ის არეალები, რომელთა ნაწილიც ურბანული განახლებას საჭიროებდა.
✅სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარის მოადგილებიი, დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, ასევე საკრებულოს წევრები ბიძინა ბუცხრიკიძე და ლაშა გურგენიძე ესწრებოდნენ.
#