ქალის როლი საზოგადოების განვითარებაში , ყველა დროის აქტიური და გამოჩენილი ქალბატონების ისტორიები კულტურულ-შემოქმედებით ჭრილში, ღონისძიება
სახელწოდებით ,,პორტრეტები“ , თერჯოლაში,
მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის
ორგანიზებით, ინტეგრირებული აქტივობის ფარგლებში
გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა სრულყოფილად წარმოადგინეს საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე
ქალბატონების ბიოგრაფიული და პროფესიული
შტრიხები , რომლებმაც თავისი ღრმა
კვალი დატოვეს საზოგადოებაში და უკეთესობისკენ შეცვალეს ის გარემო, რომელში ცხოვრება და მოღვაწეობაც უწევდათ.
ღონისძიებას,
მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე, ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგელებთან ერთად დაესწრო.