• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ორი ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად ორი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.


სოფელ ღვანკითში, ზოვრეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოების ფარგლებში 1,6 კმ-იან მონაკვეთზე ეწყობა არმირებული ბეტონის საფარი. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 400 000 ლარს, ხოლო სამუშაოებს ასრულებს შპს „მეკა“.


ქალაქ თერჯოლაში, ჯაბიძის ქუჩაზე, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება შეადგენს 198 000 ლარს, რომელსაც შპს „უნივერსალ ჯორჯია“ ახორციელებს. სამუშაოების შედეგად მოეწყობა 3000 მ² არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა.


საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგში მონაწილეობდნენ ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმომადგენლები.

#