თერჯოლაში მსოფლიო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა. მარათონულმა გარბენმა სტარტი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე აიღო, მასში ახალგაზრდებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი -მანუჩარ რობაქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ჩაერთნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით,
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო შიდა ტურნირი ჭადრაკში და სამოყვარულო ტურნირი ნარდსა და შაშში .
მინი მოედანზე ამხანაგური მატჩი გაიმართა ნორჩ იუნკერებს შორის, მატჩი გაიხსნა ადგილობრივი ტანმოვარჯიშე გოგონების შთამბეჭდავი ნომრით .
აქტივობების მიზანია სპორტში მოქალაქეთა ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
შეჯიბრის მონაწილეებს და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები, მედლები და სიგელები გადაეცათ.