• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მუსიკალური ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის" -რეგიონული ტური თერჯოლაში

   ქ.თერჯოლის  ა (ა) იპ  მოსწავლე  ახალგაზრდობის  ახლად  რეაბილიტირებულმა მუნიციპალურმა  ცენტრმა , დღეს, მუსიკალურ  კონკურს-ფესტივალს  „სხვა საქართველო სად არის  უმასპინძლა.

  ფესტივალის  რეგიონულ  ტურში თერჯოლის , ტყიბულის, ბაღდათის , ზესტაფონისა და საჩხერის ინდივიდუალური შემსრულებლები და ანსაბლები  მონაწილეობდნენ.

  მუსიკალური  კონკურსის ჟიურიმ ,  იმერეთის  5 მუნიციპალიტეტიდან  წარმოდგენილი  38  ინდივიდუალური  შემსრულებლი , 4 ანსამბლი  და  1 დუეტი  შეაფასა.

  ფესტივალის   პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში, სადაც ამფითეატრში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ ყველა გამომსვლელისთვის.

    რეგიონულ ტურში გამარჯვებული მონაწილეები  ჩაერთვებიან გალა კონცერტში , რომელიც გაიმართება მარნეულში.

    ფესტივალი  „სხვა საქართველო სად არის“  ქვემო  ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ააიპდემოსისინიციატივითა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის პარტნიორობით უკვე 7 წელია  . მარნეულში ტარდება.

   თერჯოლაში გამართულ რეგიონულ ტურს მუნიციპალიტეტის მერი- მანუჩარ რობაქიძე დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილთან  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლებთან ერთად. მათ  ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს.

    ,,მადლობას ვუხდი სტუმრებს, რომლებმაც ასეთი დასამახსოვრებელი საღამო აჩუქეს თერჯოლელებს, მათმა შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. მადლობას ვუხდი ღონისძიების ავტორებს, რომლებმაც ამ ტიპის პროექტების ხელშეწყობით,  რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდების ნიჭი წარმოაჩინეს. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ღონისძიებები კვლავ ჩატარდება, რომელსაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ" - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.

  იმერეთის  რეგიონული ტური  ქ.თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. კონკურსის წამყვანი კი  იყო -ლიკა ლორთქიფანიძე .

 ფესტივალი ხელს უწყობს, როგორც ქართული სიმღერის და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, ერთმანეთისთვის გაცნობას და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენას.

 

#