• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ძევრში ახალი საბავშვო ბაღი აშებდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ძევრში ახალი საბავშვო ბაღი აშებდება.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან, ასევე ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად სოფელ ძევრში ახალი საბავშვო ბაღს სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ.

პროექტის ფარგლებში 50 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.

#