თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, მორიგი სოციალური აქცია მოეწყო.მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადაეცა. მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამით,ადგილობრივმა თვითმმართველობამ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 21 შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს გაუწია დახმარება და 17 ათასი ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.