თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ,მანუჩარ რობაქიძე ევროპის პრიზიორს , 19 წლის პარა მკლავჭიდელ გიორგი სვინტრიძეს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მკვიდრი სპორტსმენი 2-12 მაისს სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორივე მკლავით ასპარეზობდა, სადაც 70 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა .
მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებული მკლავჭიდელი და მისი
მწვრთნელი ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა.