მუნიციპალიტეტის მერმა დამდეგი შობა-ახალი წელი 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს მიულოცა
მუნიციპალიტეტის მერმა დამდეგი შობა-ახალი წელი,ტრადიციულად 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს მიულოცა. მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფჩაძესთან
ერთად საახალწლო სასაჩუქრე ამანათები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებს გადასცა, შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებებული საქმიანობა უსურვა.
,,დიდი პატივისცემით გილოცავთ შობა-ახალი წლის შემობრძანებას, განსაკუთრებით თქვენ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, დაუღალავი შრომითა და პასუხისმგებლობით ასრულებეთ საკუთარ მოვალეობებს, ზრუნავთ ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე. მადლობა თანადგომისთვის“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ.