• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

✅მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფუნქციონირებას განახლებული შემადგენლობით აგრძელებს



👤👥დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ, მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან ერთად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

🔻მერის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩა, რომლის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობა, მათი ინტერესების გათვალისწინება და გამჭვირვალობაა.

🔻სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრები თერჯოლის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნენ, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე იმსჯელეს საგრანტო კონკურსის ,,საპროექტო იდეების“ შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

🔻ხელმძღვანელმა პირებმა საბჭოს წევრებისგან გარკვეული მოსაზრებები მოისმინეს, რომლებიც სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული, ასევე დადებითად შეაფასეს სამომავლო თანამშრომლობა და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.

✅მრჩეველთა საბჭო შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად. საბჭოს, მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

#