თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძესთან ერთად, სოფელ ბარდუბანში, სტიქიის შედეგად დაზარალებული დავით მარგველაშვილის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
მშენებლობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, გადახურვის პროცესი მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების შესახებ მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოიყო. სამუშაოების ღირებულება 44 800 ლარს შეადგენს.
მერთან ერთად, ადგილზე სოფელ ბარდუბნის დეპუტატი გოჩა ვერულაშვილი იმყოფებოდა.