მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ეწრის მოსახლეობას შეხვდა
მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ შეხვედრა გამართა სოფელ ეწრის მოსახლეობასთან , შეხვედრაზე მხარეებმა ეწერიდან თერჯოლისკენ გამოსასვლელი გზის მშენებლობაზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას ეწრის გზის მშენებელი კომპანიის პასუხისმგებელი პირი, საკრებულოს , დეპუტატის ბიუროს და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრა , მანუჩარ რობაქიძემ და შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად დასახეს გზის მშენებლობის
სწორი ხედვა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნები.