მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ 75 000 ლარი გამოეყო, რაც სექტემბრის თვეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, სოფელ ბარდუბანსა და გოგნში, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
მერმა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დეტალურად გააცნო ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს მთავრობა სტიქიით დაზარალებული
მოსახლეობის მიმართ.
28- 29-30 სექტემბრის სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ ბარდუბანში მცხოვრები- დავით მარგველაშვილი, რომელსაც ქარის შედეგად გამოწვეული ხანძრით, სრულად დაეწვა საცხოვრებელი სახლი . ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სტიქიის სალიკვიდაციოდ გადმორიცხული თანხებით, მარგველაშვილებს ახალი სახლი აუშენდებათ. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა დაზარალებულ ოჯახთან შეხვედრისას განაცხადა, სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერია ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს და მომავალშიც გააგრძელებს მათ თანადგომას.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები , სოფელ გოგნში სტიქიით დაზარალებულ დალი არაბიძეს შეხვდნენ,რომელსაც დაზიანებული სახურავის შესაკეთბლად, თუნუქი და ხის მასალა რამდენიმე დღეში გადაეცემა.
მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები
მუნიციპალიტეტში ქარის სტიქიით დაზიანებული 5 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას მოხმარდება.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-ნინო ჩხიკვაძე, ბარდუბნის დეპუტატი- გოჩა ვერულაშვილი და აღნიშნულ სოფლებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.