⚽⚽საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - „მოყვარულთა ლიგის“ ფინალური მატჩი გაიმართა
👉„მოყვარულთა ლიგა“ არის ოფიციალური
სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, დიდ ფეხბურთში , რომლის ორგანიზებასაც ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად.
🏃🏃♂️ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ფეხბურთის მასობრიობა; ახალგაზრდებისა და ვეტერანი სპორტსმენების ჩართულობა.
🥅🥅პროექტის ფარგლებში, დღეს თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე სოფელ ქვედა სიმონეთისა და ეწრის გუნდები შეხვდნენ.
👤👥საფეხბურთო მატჩს მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი, გურამ თურქაძე, თანამშრომლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
🏆🏆ფინალური მატჩი სოფელ ეწრის მოყვარულთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომლის შემდეგ მონაწილე გუნდებს შესაბამისი პრიზები და სიგელები გადაეცათ.
👉მიმდინარე საფეხბურთო მატჩებს ორგანიზებას, თერჯოლაში მოყვარულთა ლიგის წარმომადგენელი, ლუკა თურქაძე უწევდა.
✅პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.