დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით თექა-გობელინის შემსწავლელი კლუბის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მიმოიხილეს და წარმოადგინეს უძველესი ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები.
შემაჯამებელ აქტივობას მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე , მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელთან, ნინო ოქრუაძესთან ერთად შეუერთდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ბავშვთა და ახალგაზრდობის თავისუფალი დროის მიზნობრივ გამოყენებას ემსახურება, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა კონკრეტულ საგანში ან დაეუფლონ მათთვის საინტერესო საქმიანობას.