• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მორიგი სამუშაო თათბირი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, 27 მაისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, მოადგილეებთან- ზვიად ბაზაძესა და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა.

თათბირს მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები , მუნიციპალური ()იპ-ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს შეეხო.

მუნიციპალიტეტის მერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ და დაავალა შესაბამის სამსახურებს ყველა იმ საკითხის შესწავლა და მოგვარება, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა დეტალური ინფორმაცია მიიღო სოციალურად დაუცველი 12 ოჯახისთვის, სახლების მშენებლობის შესახებ,ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა თქმით, მშენებლობის პროცესი ყველა ლოკაციაზე დაიწყო.

თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა პირადობის .. ლამინირებულ მოწმობებზე, რომლებიც 1 ივლისიდან უქმდება , იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე აქციის ფარგლებში 1ივლისამდე, პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება მათთვის, ვინც ამ დრომდე ფლობს უვადოდ გაცემულ .. ქაღალდის დოკუმენტს. მანუჩარ რობაქიძემ სოფლის წარმომადგენლებს დაავალა მოსახლეობამდე მაქსიმალურად მიიტანონ აღნიშნული ინფორმაცია.

#