✔️დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი ესწრებოდა.
🗣️🗣️შეხვედრაზე ისაუბრეს თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე , ასევე მერის წარმომადგენლებს დაევალა მყისიერად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებების შესახებ, მოხდეს მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი პრობლემების მოგვარება.
👉როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნა, მისივე ინიციატივით და სოციალური სამსახურის ჩართულობით, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარებს საახალწლოდ სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ .
👤👥ხელმძღვანელმა პირებმა თათბირზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული საახალწლო ღონისძიების შესახებ გაამახვილეს ყურადღება.
🗓️🗓️ 28 დეკემბერს, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ასევე, განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
#საახალწლო_დღეები
#თერჯოლა