მორიგი მასშტაბური
დასუფთავების აქცია მოეწყო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში. აქცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ერთდროულად 10 საათისთვის დაიწყო
და მასში მონაწილეობა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა და დასაქმების
პროგრამაში ჩართულმა ,სოციალურად დაუცველმა
პირებმა მიიღეს.
დასუფთავების
აქცია თერჯოლის მერიის ორგანიზებით და ა(ა)იპი
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის
მხარდაჭერით განხორციელდა და მას დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე -ზვიად ბაზაძე შეუერთდა.ღონისძიებას შესაბამისი სამსახურების
წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალყურს.
აქციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ჯანსაღი
,მოწესრიგებული გარემოს შექმნა და საზოგადოების პასუხისმგებლობის და ცნობიერების დონის ამაღლება.