• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მანუჩარ რობაქიძემ ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ახლად რეაბილიტირებული შენობა გახსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ახლად რეაბილიტირებული შენობა გახსნა.
სამუსიკო სკოლაში, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია განხორციელდა - შეიცვალა სახურავი, შეკეთდა და შეიღება გარე ფასადი, შემოიღობა და გამწვანდა სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემა და განახლდა ინვენტარი. სამუსიკო სკოლაში, ამჟამად, 4 სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებით 173 მოსწავლე სწავლობს.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნა მომღერლისა და სახალხო არტისტის, ვაჟა კუბლაშვილის ბიუსტი.
მერთან ერთად, სამუსიკო სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თერჯოლის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით, 1 მლნ ლარი დაიხარჯა.
#