• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია, „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გაიმართა

❇️დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია, „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

🔷საინფორმაციო შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, მერის მოადგილეები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ასევე ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი შეუერთდნენ.

🔶შეხვედრების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, რეფორმით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ადგილზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge რეგისტრაციასა და ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება.

🔷მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულად აზომავს, დაარეგისტრირებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის.

🔶მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
👩‍💻🧑‍💻 slr.napr.gov.ge/schedule

#