🔷მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
🔶საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 აგვისტოს , 11:30 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება.
📍შეხვედრის ადგილი- ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა (9 აპრილის სკვერი)
🔷„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ – საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან.
🔶მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულად აზომავს, დაარეგისტრირებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის.