• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მინი-ფეხბურთში შიდა სასოფლო ჩემპიონატები დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში შიდა სასოფლო ჩემპიონატები დაიწყო.

ჩემპიონატის გახსნას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულო თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

ტურნირში, რომელიც თერჯოლაში ტრაგიკულად გარდაცვლილი მერის, ლაშა გოგიაშვილის სახელობისაა, ადმინისტრაციული ერთეულებიდან 15 სამოყვარულო გუნდი მონაწილეობს.

ახალგაზრდული პროექტი, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

საფეხბურთო მატჩის  ფარგლებში, დღეს ერთმანეთს ქვედა სიმონეთისა და ღვანკითის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც ღვანკითის სამოყვარულო გუნდის სასარგებლოდ დასრულდა, გამარჯვება მოიპოვა, ძევრისა და სიქთარვის გუნდებმაც.

მერიის ინიციატივით, საპრიზო ადგილზე გასული მოყვარულთა გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

#