3 დეკემბერს მეტყველების თერაპიის უფასო აქცია გაიმართება
📢📢ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრთან ,,ლოგომედთან" და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, #3_დეკემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეტყველების დარღვევათა სრული დიაგნოსტირებისთვის უფასო კონსულტაციები გაიმართება.
🗣👥 უფასო კონსულტაცია, ბავშვებსა და ზრდასრულებში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენას, პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების გეგმის დასახვას ითვალისწინებს.
🗣️ კონსულტაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.
📍 მისამართი: თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა #76, დღის ცენტრი "საპოვნელა" (#1 საბავშვო ბაღი)
🕛 10:00-17:00 სთ
☎️ დაგვიკავშირდით:
591 65 42 65
0431 25 13 33
🔗 კონსულტაცია საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.
👉იხილეთ ლინკიhttps://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdn6FRvZuE5qG4CQLKw8NcHoaLIv6eiijTHG6oZ5tkcmgV60Q/viewform?fbclid=IwAR3-CjaUs6iMRnW4glE5QMDMa4gRGTGnt5dhEdQsD0Q3LZtPHaYlzd1Pbfg