დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ,ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე 2025
წლის მთავარ პრიორიტეტებზე, სამომავლო პროექტებზე, ასევე ზამთრის გამოწვევებზე, მოახლოებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
მანუჩარ რობაქიძემ სხვადასხვა სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებისაგან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაციები თავიანთ ორგანიზაციებში და სოფლებში არსებული მდგომარეობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა. მერმა ყველა ხელმძღვანელს მოუწოდა მაქსიმალური ჩართულობისა და აქტიურობისკენ.
სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე იმსჯელეს.
მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება .პირველი საერთო კრება 10 თებერვალს ჩატარდება. დასახლების საერთო კრება, ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება და მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს აირჩევს.
შეხვედრაზე განიხილეს ,ასევე მერის ინიციატივა, სოფლებისთვის
მზა ბეტონის გადაცემის შესახებ, რომელიც მოსახლეობის ჩართულობით, საუბნო გზების ყველაზე დაზიანებულ მონაკვეთებს მოაწესრიგებს. ინიციატივა გასულ წელს დაინერგა
და მიმდინარე წელს უკვე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება.