• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია თერჯოლაში

თერჯოლაში, სკოლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2023-2024 სასწავლო წლის 67 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მეუფე, მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დავით გორდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე ,თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოქროს მედალი 52 მოსწავლეს გადაეცა, ხოლო ვერცხლის მედლით 15 მოსწავლე დაჯილდოვდა.
#