• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მასწავლებლის ეროვნული დღე თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან და პროფკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 10 ღვაწლმოსილი მასწავლებელი დააჯილდოვა.
ღონისძიება თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მასწავლებლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და თავისუფალი პროფკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.
#