მასშტაბური პროექტი „გაეროს მოდელირება“ დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტომ, პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის – „ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება“ ფარგლებში დაიწყო მასშტაბური პროექტი „გაეროს მოდელირება“.
პროექტი ემსახურება „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2023–2026“-ით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას და მიზნად ისახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე სიმულაციური პროცესის მეშვეობით მოლაპარაკების, კრიტიკული აზროვნებისა და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 11 რეგიონულ ცენტრში გაეროს მოდელირების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 14 დან - 18 წლამდე ახალგაზრდები.
თითოეული რეგიონიდან კონკურსის წესით გაეროს მოდელირებაში შეირჩევა და მონაწილეობას მიიღებს 100 ახალგაზრდა, პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც განხორციელდება რეგიონულ ცენტრებში შეირჩევიან საუკეთესო მონაწილეები, რომლებიც დასაჩუქრდებიან სამახსოვრო პრიზებით და მეორე ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ქ.თბილისში გასამართ შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებაში.
გ) ღონისძიების განხორციელების დღეს (ივნისის თვეში) უზრუნველყოთ შერჩეული მონაწილეების ტრანსპორტირება (თითო მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 20-30 მონაწილე), რეგიონულ ცენტრში ჩამოყვანა და გაეროს მოდელირების ღონისძიებაზე დასწრება (მონაწილეთა საცხოვრებელი ადგილებისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შერჩევის პროცესის დასრულების შემდგომ).
პროექტის შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:
