• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მანუჩარ რობაქიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილის თანამდებობაზე ზვიად ბაზაძე წარუდგინა

დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა- მანუჩარ რობაქიძემ, მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მანუჩარ რობაქიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილის თანამდებობაზე ზვიად ბაზაძე წარუდგინა და სამომავლოდ წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ზვიად ბაზაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, წლების განმავლობაში ერთგულად ასრულებდა ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოვალეობას. ზვიად ბაზაძე არის კვალიფიციური, მაღალი დონის პროფესიული საჯარო მოხელე. რომელიც გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით, გუნდური მუშაობით, ეფექტური კომუნიკაციის უნარით და საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით ასრულებს.

სამუშაო შეხვედრაზე , ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებისა და განყოფილების , ასევე ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, მერის წარმომადგენლებმა სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა სოციალური მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამებზე, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

#