თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ სოფელ ქვედა ალისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი რგფ-დან ადვილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სოფ. ქვედა ასლისუბანში აბისინიასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები, სამუშაოებს ასრულებს შპს ,,უნივერსალ ჯორჯია", ღირებულება შეადგენს 355000 ლარს, პროექტი გარდამავალია და დასრულდება მომავალ წელს. პროექტის მონიტორინგზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე, მერის მოადგილე ზვიად ბაზაძე და სოფელ ალისუბნის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.