მანუჩარ რობაქიძე „მიქელანჯელო-წლის ხელოვანი -2025“-ის მონაწილე ხელოვანებს შეხვდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე „მიქელანჯელო-წლის ხელოვანი -2025“-ის მესამე საერთაშორისო პრემიის მონაწილე ხელოვანებს შეხვდა.
მანუჩარ რობაქიძემ ღონისძიების მონაწილეებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელოვანების მიღწევები განსაკუთრებით საამაყოა.
„მიქელანჯელო-წლის ხელოვანი -2025“ თანამედროვე ქართველი ხელოვანებისა და მხატვრების გამორჩეულ მიღწევებს მიეძღვნა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ხათუნა გურული „მიქელანჯელო-წლის ხელოვანი 2025“-ის ლაურეატის პრემიის მფლობელი გახდა, შესაბამისი პრიზითა და დიპლომით დაჯილდოვდა. ანა გოგიაშვილს კი, ღონისძიებაში მონაწილეობისათვის დიპლომი გადაეცა. ორივე ხელოვანის ნამუშევრები „მიქელანჯელო-წლის ხელოვანი 2025“- ის კატალოგში განთავსდება.
პროექტი „მიქელანჯელო-წლის ხელოვანი -2025“ ქართული და იტალიური კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებაა.