ლაშა გოგიაშვილის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ლაშა გოგიაშვილის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრო, რომელიც თერჯოლაში დღეს დაიწყო და 18 ოქტომბრამდე
გაგრძელდება.
ლაშა გოგიაშვილის სახელობის თასის მოსაპოვებლად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების 17 გუნდი იბრძოლებს. ტრადიციული ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება, გამარჯვებული კი გამოვლინდება საფინალო მატჩზე, რომელიც 18 ოქტომბერს, ქალაქის სახალხო დღესასწაულზე გაიმართება.
მუნიციპალური ტურნირი ტრაგიკულად გარდაცვლილი მერის, ლაშა გოგიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.