ქ.
თერჯოლაში , მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის ორგანიზებით კონცერტი გაიმართა.ღონისძიებას,
რომელსაც კულტურის სახლმა უმასპინძლა, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისის
გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლამ , აუდიტორიას საკონცერტო პროგრამა წარუდგინა, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერებს, ხალხურ საკრავებს და ქორეოგრაფიული ჯგუფების შემოქმედებით ნომრებს აერთიანებდა.