თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - შალვა ჭანკვეტაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს შვიდი საკითხი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის N 29.292401014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. ,,უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის N 29.29240104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის N 29.292401016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
4. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის დაფინანსების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის N 29.29240105 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
5. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის N 29.29240106 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
6. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და 18 წლამდე დიაბეტით დავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის N 29.29240108 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
7. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის N 29.29240107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
სხდომას მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი - დიანა ფოცხვერაშვილი ესწრებოდა.