• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.
რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, დეპარტამენტის თანამშრომლები, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ(ბაჩო) თორთლაძე ესწრებოდნენ.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს და სახელმწიფო რწმუნებულებს რეფორმასთან დაკავშირებულ კითხვებზე დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით რეფორმა ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს ანუ 4000-ზე მეტ სოფელს მოიცავს და ჯამში დაახლოებით 1,2 ჰა მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდება. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025-წლის პირველ იანვრამდე დასრულდება.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უფასოა შემდეგი მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადება;საკადასტრო მონაცემების ცვლილება;საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აზომვა და მონაცემების დაზუსტება;გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;დავების გადაწყვეტა (სანოტარო მედიაცია); მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია.
#