✅იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტში- „მობილური იუსტიციის სახლი“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ბარდუბანი და ძევრი ჩაერთო.
👤👤იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 მომსახურებას სთავაზობს, ,,მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით მომხმარებელს ყველა ამ სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე იმ სოფლებშიც მიეცემა, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს.
🔷ამ მიზნით სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით, რეგულარულად ესტუმრებიან თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს.
🔷,,მობილური იუსტიციის სახლი“ სოფელ ბარდუბანსა და ძევრში, წინასწარი განსაზღვრული დროით, შესაბამის ლიკაციაზე განთავსდება👇
✅ბარდუბნის ადმინისტრაციული ერთეული
📍ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია
⏰ოთხშაბათი-10:00 -17:00 საათი
✅ძევრის ადმინისტრაციული ერთეული
📍სოფლის ცენტრი
⏰ხუთშაბათი-10:00 -17:00 საათი
🔷პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე, სოფელშივე მიიღოს ყველა ის სერვისი, რისთვისაც ადრე სხვა მუნიციპალურ ცენტრებში უხდებოდა გამგზავრება. თავის მხრივ, მოსახლეობა შეძლებს, არა თუ დაზოგოს ხარჯები, არამედ დროულად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია (აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დროულად განახორციელოს ქონების რეგისტრაცია, ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული აქციებითა თუ სხვადასხვა სერვისით).
✅,,მობილური იუსტიციის სახლის“ სხვადასხვა სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ადგილობრივებს მანამდე ექნებათ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.