თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა
კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბიძინა ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს ორი საკითხი.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის
04 მარტის იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის
დღის
წესრიგი:
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის
პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28250574 წერილი, 26.02.2025 წ)
/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/
2. თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მე-9 ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების
მიზანშეწონილობის შესახებ;
/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/