• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

,,იდეთონი იმერეთში" თერჯოლაში

მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ქ. თერჯოლაში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით მოწყობილ ვორქშოპს დაესწრო.
,, იდეათონი იმერეთში ‘’ ღონისძიების ფარგლებში, რომლის მიზანია რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მეწარმეებს და ახალგაზრდებს სამუშაო შეხვედრა ჩაუტარეს.
თერჯოლაში იდეების გენერირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება ბიზნეს იდეების გენერირებასა და მათი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში.
ორდღიანი ვორქშოპის დასრულებისა და იდეათონზე დარეგისტრირების შემდეგ , მეწარმეებს და ახალგაზრდებს ინოვაციური სტარტაპის შესაქმნელად შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ და გაიარონ ორკვირიანი პრე-აქსელერაცია და მონაწილეობა მიიღონ 25 000-ლარიან საგრანტო კონკურსში .იდეათონის გამორჩეული იდეების ავტორები კონკურსის გარეშე მოიპოვებენ ადგილს იმერეთის პრე-აქსელერაციის პროგრამაში.
ორდღიანი ვორქშოპი თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.
#