• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

გვიყვარხარ პატრიარქო -ღონისძიება თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, ღვთისმშობლის ხარების ტაძარში ჩატარდა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II – ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი; მოეწყო პატრიარქისადმი მიძღვნილი თემატური სტენდი, სადაც გამოფენილი იყო საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვალით დანახული პატრიარქის პორტრეტები, ქართული კალიგრაფიით შესრულებული „გვიყვარხარ პატრიარქო“, ასევე გაიმართა სხვა ღონისძიებები.
ღვთისმშობლის ხარების ტაძრის ეზოში, დაირგო კვიპაროსისა და კედარის ნერგები.
ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები კულტურის სახლის დარბაზში დოკუმენტური ფილმის „პატრიარქი“-ს ჩვენებას დაესწრნენ.
პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო და მას თერჯოლისა და ტყიბულის მეუფე, მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე, მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი დაესწრნენ, ადგილობრივი ხელისუფლების და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად
#