გრანტოსან სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
თერჯოლის მერის ინიციატივით, მიმდინარე წელს , ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით,მუნიციპალიტეტში მცხოვრები გრანტოსანი სტუდენტების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო გაიცემა.
ფულადი ჯილდოს მიღებისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დეტალებისთვის დაუკავშირდით მერიის განათლების , კულტურის ,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელს, ნინო ბერძულიშვილს -T 595711244
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით,გრანტოსანი სტუდენტებისთვის ფულადი ჯილდო, გასულ წელსაც გაიცა.