გოგნი -ტყიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
ორი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, დღეს თერჯოლის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ მოინახულა, მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის
მერთან ერთად ,თერჯოლის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილი იმყოფებოდა.
პროექტის მიხედვით,
აღნიშნულ მისამართზე 1 კილომეტრამდე გზა მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარით. სატენდერო
ვალდებულებას შპს ,, სანდრო “ ასრულებს . პროექტის
ღირებულება 315 484 ლარია.
გოგნი-ტყიბულის
საავტომობილო გზის ერთი მონაკვეთი 2023 წელს მოეწყო.