• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
16 სექტემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო.
,,გილოცავთ თითოეულ პედაგოგს, მოსწავლესა და მშობელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ თითოეული თქვენგანისათვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებით გამორჩეული წელი. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, რომლებსაც მუნიცპალიტეტისაგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია, სრულფასოვანი განათლება მიიღოს ყველა მოსწავლემ."-
სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ მიულოცა,საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელ-ქეთევან შეყრილაძესთან ერთად.
მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებოდნენ ქალაქ თერჯოლის მე-2 საჯარო სკოლაში, სადაც ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილი ყოფილი დირექტორები დააჯილდოვეს, ასევე წარადგინეს სკოლის ახალი დირექტორი - ფიქრია დემეტრაშვილი და დირექტორის მოადგილე - თეა სამხარაძე. აქვე გაიხსნა ეროვნული გმირის- ვანო ხუხუნეიშვილის სახელობის სამოქალაქო განათლების კაბინეტი.
ხელმძღვანელები ეწვივნენ მესამე საბავშვო ბაღს, ძევრისა და ბარდუბნის პირველ და მეორე ბაღს. სასწავლო პროცესის დაწყება პირადად მიულოცეს ზედა სიმონთის სკოლას,რომელიც რამოდენიმე დღეში განახლებულ, რეაბილიტირებულ შენობაში გადავა. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ძევრის საჯარო სკოლაში,სადაც წარმატებული მოსწავლეებს და პირველკლასელებს სიგელები და კომპიუტერები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ძევრში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2025 წელს ჩაბარდება,ასევე აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზდელო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, რათა პირადად მიელოცათ სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებისათვის.
(პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფოტოები გამოქვეყნებულია წინასწარი თანხმობის მიღების შემდეგ (არასრულწლოვანთა ფოტოები ქვეყნდება მათი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით).
გაითვალისწინეთ - მოქალაქეებს გაქვთ თანხმობის გამოხმობის უფლებაც, რაც გულისხმობს თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ფოტომასალის წაშლის შესაძლებლობას. თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ სოციალურ ქსელში (FB) - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია).
#