📌დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და საკრებულოს წევრები ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.
🔷ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კრებაზე პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს და განსახორციელებელ პროექტებზე ერთად შეთანხმდნენ.
🔷სოფელ ღვანკითში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, დედაღვთისის სალოცავამდე გარე განათება დამონტაჟდება, ასევე შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარი, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა.
🔷სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.