საგზაო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ტარიელ კუბლაშვილთან ერთად, ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, სადაც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ გაესაუბრა.
#ამდროისთვის ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.
ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
#თერჯოლისმერია
#საგზაოინფრასტრუქტურა