თერჯოლის მუნიციპალიტეტში პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქ. თერჯოლაში ცენტრალურ უბანში რუსთაველის ქუჩას, 5 შენობას და 2 პარკს
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 წლიანი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია
პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.