,,გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე"
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონული სისხლის ბანკის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო.
კამპანიის ფარგლებში ,,გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე" მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები აქტიურად ჩაერთნენ, ასევე დონორობის სურვილი მოქალაქეებმაც გამოთქვეს.
ამასთან, სისხლის ბანკის მიერ, მოქალაქეებს უფასოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩაუტარდათ შემდეგი გამოკვლევები:
• ჰემოგლობინი;
• B და C ჰეპატიტი;
• აივ ინფექცია (შიდსი);
• სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა.
მუნიციპალიტეტის მერია და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონული სისხლის ბანკის წარმომადგენლები მადლობას უხდიან აქციის მონაწილეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის,რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად .