ფოტო-ვიდეო კონკურსის "ჩემი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები" გამარჯვებულების დაჯილდოება
დღეს, 10 აპრილს, ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური ცენტრის, ტურიზმის მიმართულებამ , ფოტო-ვიდეო კონკურსის "ჩემი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები" გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა.
ფოტო-ვიდეო კონკურსში "ჩემი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები" სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც უნდა წარმოედგინათ ფოტო ან ვიდეო მასალა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების (ტურისტული
ობიექტის, კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლის) შესახებ.
კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებული აპლიკანტები კი დამსწრე საზოგადოებას ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა სოფიო ბუსკივაძემ წარუდგინა.
1-ლი ადგილი -ბექა მაჩიტიძემ დაიმსახურა,
მე-2 ადგილზე ქრისტინე ჭანტურიძე გავიდა, ჟიურის გადაწყვეტილებით,სამი მე-3 ადგილის მფლობელი გახდა: ლუკა ხუციშვილი, ვოვა ფანჩულიძე და გუგულა ხუციშვილი.
ხუთივე გამარჯვებულს, ფულადი ჯილდოები და სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების მთავარი მიზანი გახლდათ, მუნიციპალიტეტის ტურისტული ადგილების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია.
დაჯილდოვებას ესწრებოდნენ, მერის მოადგილე -მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-ნინო ჩხიკვაძე, მერიისა და საკრებულოს განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კომისიის ხელმძღვანელები-მაკა ასათიანი და გრიგოლ გიორგაძე,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,საგანმანათლებლო რესურცენტრი და სასკოლო საზოგადოება.