• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ფოტო-კონკურსის ,,ჩემი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები“-ს დაჯილდოება გაიმართა

📸📸ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების,კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის, ტურიზმის მიმართულების ორგანიზებით ფოტო-კონკურსის ,,ჩემი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები“-ს დაჯილდოება გაიმართა.

👤👥ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი შეუერთდნენ.

🗣️🗣️დაჯილდოების ღონისძიებას ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, სოფიო ბუსკივაძე უძღვებოდა. პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობები და ტურისტულად საინტერესო ადგილები.

📸📸ფოტო-კონკურსში, რომლის მიზანი მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოვლენა და ტურიზმის პოპულარიზაციაა, მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლები ჩაერთვნენ. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებული მონაწილეები ჟიურის მიერ გამოვლინდა, რომელთაც ფულადი ჯილდო და შესაბამისი სიგელები გადაეცათ.

📸📸ხელმძღვანელმა პირებმა პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და მონაწილეებს სამომავლოდ წარმატებები უსურვეს. თერჯოლის მერია მხარს უჭერს ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტში ღონისძიებების ჩატარებას.

📸📸ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან შეყრილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

#