თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, ანსამბლი „იმერის“ კონცერტს დაესწრო.
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა „იმერმა“ შემაჯამებელი კონცერტი წარადგინა.
ფოლკლორული ანსამბლი „იმერი“ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა, ლოტბარ ბესო გოგოლაშვილის ხელმძღვანელობით და 30-ზე მეტ თერჯოლელ შემსრულებელს აერთიანებს.
კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.