ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა.
9 მაისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ბარათაშვილმა ქალაქ თერჯოლასა და სოფელ ჩხარში გვირგვინებით შეამკეს გმირთა დიდების მემორიალი და მეორე მსოფლიო ომის გმირის დავით ჯაბიძის ძეგლი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.
მეორე მსოფლიო ომში თერჯოლიდან 3 533
ადამიანი გაიწვიეს, 2
325 დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, სამშობლოში მხოლოდ 1 208 მებრძოლი დაბრუნდა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700
000 ადამიანზე მეტი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000
ლარს მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ასევე პატივი მიაგეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ზვიად ბაზაძემ , მირზა ქოჩიაშვილმა, საკრებულოს წევრებმა, მერიის თანამშრომლებმა.